მისია

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა ხელი შეუწყოს:

  • პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდას, მედიასაშუალებებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმებას;
  • პრაქტიკოსი პროფესიონალების მოზიდვას სასწავლო პროგრამების წამყვან პედაგოგებად, ტექნიკურად სრულყოფილი სასწავლო გარემოს შექმნას, პროფესიული სტუდენტების შემოქმედებითი ინიციატივის მხარდაჭერას;
  • პროფესიულ სტუდენტებში პლურალიზმის, სიტყვის თავისუფლების და ღია საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას;
  • პროფესიული სტუდენტების და მასწავლებლების მონაწილეობას საერთაშორისო მედია პროექტებში.