კოლეჯის ისტორია

1989 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით შექმნილმა საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიამ სათავე დაუდო საქართველოში ფორმალურ პროფესიულ განათლებას მედიისა და ტელევიზიის მიმართულებით.

1992 წელს ზურაბ ოშხნელმა კოლეგებთან ერთად დააფუძნა პირველი ტელეპროფილური სკოლა არასრული ზოგადი განათლების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელიც განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით,1993 წლიდან ტელეპროფილური ლიცეუმის სახელწოდებით, გადავიდა სახელმწიფო დაფინანსებაზე.

1995 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით შეიქმნა პირველი უმაღლესი პროფესიული სკოლა საქართველოში სატელევიზიო ხელოვნების უმაღლესი სკოლის სახელწოდებით.

2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტელე-რადიო კორპორაციისწარდგინებით და განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით ტელეპროფილური ლიცეუმი გადაკეთდა მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯად.

2006 წლიდან კოლეჯი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი მედიის,  რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის სახელწოდებით.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებით სსიპ მედიის,  რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი შეურთდა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს და 11 წლის მანძილზე ილიაუნის სასწავლო სატელევიზიო ცენტრის სახელწოდებით ახორციელებდა ფოტო, სატელევიზიო და მედია უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს.

2018 წლის 2 ოქტომბერს ამ სასწავლო დაწესებულებას არსებობის 29 წელი უსრულდება. მის სიცოცხლისუნარიანობას უპირველეს ყოვლისა განაპირობებსკარგად ორგანიზებული სასწავლო პროგრამები, ტექნიკური ბაზა, კომპეტენტური ადმინისტრაცია და მოწვეული კვალიფიციური სპეციალისტები; იზრდება ნდობა საზოგადოების, მედია მწარმოებლების და პარტნიორების მხრიდან.

სხვადასხვა დროს აქ ასწავლიდნენ: მერაბ ჯალიაშვილი, ზენონ კაცია, ლუბა ელიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, გია ჭუბაბრია, თამარ ცაგარეიშვილი, ოთარ შამათავა, ბიძინა ბარათაშვილი, გიორგი ებრალიძე, ლევან ლეკვეიშვილი, თემურ გოგოლაძე, დავით ჩხიკვიშვილი, ირაკლი ღლონტი, მანანა მანჯგალაძე, თეა ადეიშვილი, მაკა ფანქველაშვილი, გიორგი ლაფერაშვილი, ნოდარ მელაძე, ეკა ხოფერია, თენგიზ გოგოტიშვილი, რუსუდან მანჯგალაძე, ეკა მიშველაძე, რამაზ გიორგიშვილი, ვახტანგ კუნცევი-გაბაშვილი, ნინო კირთაძე, მათე კირვალიძე, მაკა ელბაქიძე, ზეინაბ წულუკიძე და სხვები.

სწავლობდნენ: ნანა ექვთიმიშვილი, ნინო სურგულაძე, ზაზა რუსაძე, სალომე დადუნაშვილი, ეკა ტოგონიძე, თამარ ხულორდავა, ლაშა ხარაზიშვილი, ვასიკო ოდიშვილი, გვანცა დარასელია, დავით აბესაძე, გენადი ოსიყმაშვილი, იმედა დარსალია, მარიამ ოშხნელი, ქეთი ბოჯგუა და მრავალი სხვა.