“ფორმულა კრეატივი”-კოლეჯის პარტნიორი

თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივ კოლეჯში სტუმრად სტუდია „ფორმულა კრეატივის“ და ტელეკომპანია „მესამეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე გახლდათ.
სტუმრობის მიზეზი კოლეჯსა და ტელევიზიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იყო, რომელსაც კოლეჯის დირექტორმა,ბატონმა ზურაბ ოშხნელმა და მიშა მშვილდაძემ საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი.
მიშა მშვილდაძემ კოლეჯის დირექტორისგან სიმბოლური საჩუქარი – კოლეჯის გასაღებიც მიიღო.
სტუდენტები შეხვედრას საკმაოდ დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს. მათ ტელეკომპანია „მესამეს“ ხელმძღვანელისგან მომავალი თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთავაზებებიც მიიღეს.
საბოლოდ, შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა, დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *