კოლეჯის პარტნიორი-ხელოვნების სასახლე

2018 წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ხელოვნების სასახლეში,თსუ  მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივ კოლეჯსა და  სსიპ ხელოვნების სასახლეს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ნაკარნახევია პროფესიული განათლების ფარგლებში კვალიფიციური ფოტოგრაფების, მედიისა და ტელესპეციალისტების მომზადების ხელშემწყობის სურვილით.

მემორანდუმის მიხედვით, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს  ხელოვნების სასახლეში მიმდინარე სიახლეების ასახვისა და  ჟურნალისტური პროექტების წარმოების  შესაძლებლობა  მიეცემათ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, ბატონმა გიორგი კალანდიამ და კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ ოშხნელმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *